ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია

24 ივლისი, 2023

შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი ,,აირჩიე პროფესია“ გრძელდება.

ამჯერად, ახალციხელ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ცნობილი ფსიქოლოგის, პროფესორის, აღმოსავლეთ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია მოესმინათ.

შეხვედრა ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში დისკუსიის ფორმატში გაიმართა. ზურაბ მხეიძემ ახალგაზრდებს პროფესიის არჩევასთან, ემოციების მართვასთან და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით რჩევები მისცა. ამომწურავი პასუხები გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.

პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. იგი ინტერაქციული მეთოდით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციებს მოიცავს.

+11

გააზიარე