მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრებისას
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა
- ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ( იუსტიციიდან);საინფორმაციო ბარათი
- მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს შემდეგი დოკუმენტების სახით :
ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ შინასამეურნეო საქმიანობას რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;
ბ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;
გ) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;ნოტარიუსთან დამოწმებული.
დ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები - ქვითრების ამონაწერი ბოლო 9 თვის.
ე)– სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე;
ვ)უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;
შ ე ღ ა ვ ა თ ე ბ ი
2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება შემდეგი სახის შეღავათები:
- პირველ და მეორე ახალშობილ ბავშვისათვის გათვალისწინებულია არანაკლებ 100 ლარი ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომ ახალშობილი ბავშვისათვის, არანაკლებ 200 ლარი ყოველთვიურად, 2 წლის განმავლობაში;
- მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის მოხდება ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემა;
- თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების შესაბამისად;
2016 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედებს შემდეგი შეღავათები:
- საპენსიო ასაკს მიღწეული პირები, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით მიიღებენ, ყოველთვიურ დანამატს - სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტს, ხოლო სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;
- სამედიცინო პერსონალი, რომელთა შრომაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიურად მიეცემათ დანამატი, კერძოდ:
ა) ექიმისთვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობა;
ბ)ექთნისთვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
- ზამთრის პერიოდში ( შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) გათბობის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული სსიპ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისათვის დანამატის - საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35% ის მიცემას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის დანამატის შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35% ის მიცემას.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად მიეცემა დანამატი არანაკლებ 50 % ის ოდენობით;
2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს შემდეგი შეღავათები :
- აბონენტის მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;