ზემო სხვილისის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სხვილისის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში გზაზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპზე კი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.