ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ზარზმელის ქუჩაზე სპორტული და საბავშვო-გასართობი მოედნები მოეწყო

28 იანვარი, 2021

ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სპორტული და საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობა დასრულდა.

აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ახალგაზრდები, თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი სპორტული მოედნით, პატარები კი საბავშვო გასართობი ატრაქციონებით ისარგებლებენ.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გააზიარე