ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვებგვერდის - „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ შექმნის შესახებ

8 აგვისტო, 2023

 ორგანიზაციამ (ქალთა ფონდი „სოხუმი“), კანადის „თანასწორობის ფონდის" (Equality Fund) მხარდაჭერით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული დახმარებისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ინტერნეტ მომხმარებლებისთვის შექმნა ვებგვერდი - „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ www.sosfsokhumi.ge.

ვებგვერდი მოიცავს ინფორმაციას ცენტრალურ   და მუნიციპალიტეტებში ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით არსებულ  სერვისებზე. ასევე, საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების სერვისებზე. ვებგვერდზე  აგრეთვე განთავსებულია ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია (სიახლეები, თემატური ლიტერატურა, კვლევები, სტატისტიკა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები), რომელიც,  ძალადობის მსხვეპლს (დაზარალებულს) ან უბრალოდ, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, დაეხმარება ერთ სივრცეში იოლად იპოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია.

გააზიარე