ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან

20 თებერვალი, 2020

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტსა  და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს  მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ერთიანი ელექტრონული პლატფორმის დანერგვას, რომელიც სამ მიმართულებას -  ელექტრონული საქმისწარმოების, ელექტრონული განცხადებებისა და მონაცემების მართვის სისტემებს გააერთიანებს. ახალი ელექტრონული  სისტემის  დანერგვის შედეგად   მოქალაქეებისთვის მუნიციპალურ სერვისებზე წვდომა გამარტივდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის N1334 განკარგულების შესაბამისად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 16 აგვისტოს SRMIDP/C/SSS/MSDA/01-2019  ხელშეკრულების საფუძველზე  გაფორმდა.

გააზიარე