ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თვითმმართველობის და მედიის წარმომადგენლები ახალ ტრანსპორტში

29 მარტი, 2024

ქალაქ ახალციხეში, ახალი სამგზავრო ავტობუსები დღეს დილიდან უკვე ემსახურებიან მგზავრებს.

ამ ეტაპზე, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის მასშტაბით სატესტო რეჟიმში მოძრაობს და ერთი თვის განმავლობაში მომსახურება უფასო იქნება, უახლოეს პერიოდში კი ახალი ავტობუსებით სარგებლობა სოფლების მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

ავტობუსები საბარგო სადგურის, რაბათის უბნის, ზარზმელის ქუჩის მიმართულებით და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე წრიული მარშრუტებით გადაადგილდებიან.

მგზავრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერის მოადგილეებმა ვაჟა გაჩეჩილაძემ, რუბენ კარაპეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა საბა კბილაშვილმა, ჰამბარცუმ ბაბოიანმა და ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორმა თორნიკე ხმალაძემ.

ირაკლი ლაზარაშვილმა მოქალაქეებთან და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების მიზნით გაწეულ და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, ასევე ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებიც გააცნო.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18-ი ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. EURO 5-ის შესაბამისი, კომფორტული ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

+8

გააზიარე