ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

12 ივნისი, 2023

ახალციხის სასპორტო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე ტურნირი გაიმართა.

 შეჯიბრში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 18 წლის ზემოთ ასაკის მქონე მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულებმა მიიღეს და თავიანთი ძალები მოსინჯეს.

დაძაბული და საინტერესო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ადგილები ასე გადანაწილდა:

 I ადგილი - რეზო მოთიაშვილი

 II ადგილი - ქრისტინე მოთიაშვილი

 III ადგილი - სამველ სიმონიანი

გამარჯვებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ.

ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურმა გაუწია.

 

+5

 

გააზიარე