ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგი საბავშვო ბაგა-ბაღებში

6 დეკემბერი, 2023

ორგანიზაცია მაკ ჯორჯიას (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის - McLain Association for Children, Georgia) წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან თანამშრომლობით, თემაზე - „სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებზე მორგებული სწავლება“ ტრენინგი ჩაატარეს.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ირაკლი ლაზარაშვილი შეკრებილ აუდიტორიას მიესალმა, მაკ ჯორჯიას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის, საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებს კი წარმატებები უსურვა.

ტრენინგ-კურსი რამდენიმე სესიად გაიმართა, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო-ბაღების მენეჯერები, პედაგოგები და მშობლები იყვნენ ჩართულები. ყურადღება გამახვილდა სააღმზრდელო პროცესის წარმართვის ძირითად სტანდარტებზე, ასევე ინკლუზიური განათლების მიმართულებით მოქმედ პროგრამებზე

ორგანიზაციის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს მაკ ჯორჯიას მიერ განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ ონლაინ პლატფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, მონაწილეებს სოციალური სააგენტოს და ახალციხეში არსებული სერვის პროვაიდერების წარმომადგენლები შეხვდნენ და თავიანთი სერვისების შესახებ ინფორმაციას გააცნეს.

+14

გააზიარე