ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგ-სემინარი თემაზე „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“

22 ივნისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ტრენინგ-სემინარი თემაზე „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ გაიმართა.

ადგილობრივ ქალებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენელმა მანანა მოდებაძემ, დამსწრე საზოგადოებას პროექტების წერასა და სხვადასხვა საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ტრენინგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაგრძელდება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

+5

გააზიარე