ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტაბიძის ქუჩის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

13 დეკემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

დასრულების ეტაპზეა ქალაქ ახალციხეში ტაბიძის ქუჩის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გზაზე ასფალტის საფარი დაიგო, ამ ეტაპზე კი გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჯამში 25 კილომეტრამდე სიგრძის გზა ეწყობა. ამ დროისთვის დასრულებულია 11 მასშტაბური პროექტი და მიმდინარეობს 2 პროექტი. გარდა ამისა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა გზები წესრიგდება.

+2

გააზიარე