სხვილისში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
სოფელ სხვილისში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
პროექტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის კიდევ რვა სოფელში მიმდინარეობს. ესენია: აგარა, ღრელი, ურაველი, კლდე, თისელი, საძელი, ხეოთი და პატარა პამაჯი.