ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ სვირში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

4 აპრილი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს. იგი სოფელ სვირში მიმდინარე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

პროექტით, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო,  განხორციელდა არსებული ლითონის რეზერვუარის  მაღალ წერტილზე გადატანა, რათა სასმელი წყალი უკეთესად მიეწოდოს მოსახლეობას. ასევე, აშენდა მთავარი გამანაწილებელი ნაგებობა და სოფელ ბოგიდან ახალი დამატებითი მაგისტრალი მოეწყო.  ამჟამად, მიმდინარეობს სოფელში საუბნო გამანაწილებლების მონტაჟი.  სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

პროექტის განხორციელების შედეგად მალე სოფელ სვირის მოსახლეობა  უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გააზიარე