ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ გურკელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება

24 ივნისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სოფელში გზის საყრდენი კედელი ეწყობა. სამუშაო პროცესს, მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები

გააზიარე