ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

2 აგვისტო, 2023

შპს „მტკვარი ჰესი“-ს  ასპინძისა და ახალციხის ტერიტორიებზე დაგეგმილი 53 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვარი ჰესი“-ს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მტკვარი ჰესი“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 15 აგვისტო,  16:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ.აგარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023,  ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

გააზიარე