ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მერიისგან საჩუქრად ელექტრონული ხმოვანი წნევის აპარატები გადაეცათ

14 აგვისტო, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მერიისგან საჩუქრად ელექტრონული ხმოვანი წნევის აპარატები გადაეცათ.

უსინათლო ბენეფიციარებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი, ვაჟა გაჩეჩილაძე და მერიის სამსახურების თანამშრომლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ახალციხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედ პროგრამებზე. თავის მხრივ, უსინათლოთა კავშირის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის გამგეობის წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს იმ თანადგომისა და უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს შშმ პირთა საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული ინიციატივა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომაზე განიხილეს და უსინათლოთა საჭიროებიდან გამომდინარე, მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილებამ გამგეობაში აღრიცხული 13 ბენეფიციარისათვის ელექტრონული ხმოვანი მაჯის საათები შეიძინა.

 

გააზიარე