ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში

23 მარტი, 2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ბონდო ტალახაძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, საკრებულოს დეპუტატი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი პრიორიტეტეტები და დასახლებებში არსებული საჭიროებებები იქნა განხილული. სოფლებში დიდ პამაჯში, პატარა პამაჯში, ორალში, ყულალისში, საძელსა და ხაკში დასახლების საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

მიმდინარე წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები 25 მარტის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

 

+10

გააზიარე