ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები ივლიტაში, ზემო სხვილისსა და სხვილისში

18 მარტი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურად გრძელდება.

მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გაიმართა სოფლებში ივლიტაში, ზემო სხვილისსა და სხვილისში.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ბონდო ტალახაძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატები და წარმომადგენლები დაესწრნენ.

მაცხოვრებლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტები.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები 9 მარტს დაიწყო და 25 მარტს დასრულდება, ამ დროისთვის 25 სოფელში უკვე გამოვლენილია პრიორიტეტები.

+9

გააზიარე