ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები ღრელში, ჭაჭარაქსა და მინაძეში

24 მარტი, 2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

სოფლებში მინაძეში, ჭაჭარაქში, ღრელში დასახლების საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნადარი ტალახაძე, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქიძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნეს ადგილობრივებს, იმსჯელეს დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად, საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები 25 მარტის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

+10

გააზიარე