ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან

19 ნოემბერი, 2019

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჭაჭარაქში, მინაძეში, ღრელში და წირაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

ღია შეხვედრებზე ერთობლივად განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები. მოსახლეობამ მთავარ პრობლემებად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა დაასახელა.

გააზიარე