ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებთან

9 მარტი, 2021

დღეს, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა, მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. იმსჯელეს ასევე მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალაგზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგებზე, რაზეც დაფუძნებულია ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტის განახლება.

გარდა ამისა, შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო ახალციხის მუნიციპალიტეტში მცირე ახლაგაზრდული სივრცის გახსნა. ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდებისთვის მცირე ახალაგზრდული სივრცე გაიხსნება, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალაგზრდული სივრცეების კონფეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.

გააზიარე