ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შემეცნებითი ტური ბორჯომში

31 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსია მოეწყო.

პროგრამის „მუნიციპალიტეტის მოხალისე“ და მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობები და ცენტრალური-ისტორიული პარკი მოინახულეს. ტური შემეცნებითი ხასიათის იყო და ახალგაზრდები ღირსშესანიშნავი ადგილების ისტორიას და მათ მნიშვნელობას გაეცნენ.

მერიის ინიციატივით, ახალგაზრდებისთვის მსგავსი შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები პერიოდულად ეწყობა.

+11

გააზიარე