ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასურსათო პაკეტების დარიგება

25 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ბენეფიციართა ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.

პროგრამით გათვალისწინებულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს 151 ოჯახი მიიღებს.

აღნიშნული დახმარება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, შეჭირვებული ოჯახებისათვის ყოველკვარტლურად, ხოლო დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ გაიცემა.

 

გააზიარე