ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა

18 დეკემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ახლადშექმნილი ერუშეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იმსჯელეს.

დაცული ტერიტორიების კომპონენტის საერთო მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ქსელის და მრავალფუნქციური სატყეო მეურნეობის, როგორც ფართომასშტაბიანი ლანდშაფტის დაცვის საკვანძო ელემენეტების გაძლიერება და საქართველოს რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი ფოკუსირებულია ახალი დაცული ტერიტორიების და მათი ადმინისტრაციების ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფის გზით დაცულ ტერიტორიებსა და მათ დამხმარე ზონებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

აღნიშნული პროექტის დაცული ტერიტორიების კომპონენტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული დაცული ტერიტორიების სააგენტო (APA), ახორციელებს, რომელიც ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ (BMZ) გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით. პროექტის განხორციელებისთვის საკონსულტაციო მომსახურებას საკონსულტაციო კომპანია გოპა (GOPA) უზრუნველყოფს.

+3

გააზიარე