ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა

24 ივლისი, 2023

ახალციხის მერიის ახალგაზრდული საბჭოსა და მუნიციპალიტეტის მოხალისეების საერთო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებს, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხებში სპეციალისტმა, მარიამ ზაზაძემ პროგრამა „მოხალისეების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. ასევე, ახალგაზრდებმა ერთმანეთს რეკომენდაციები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაიწყო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისთვის მზადებაც, რომელიც 12 აგვისტოს აღინიშნება, შემუშავდა სამოქმედო გეგმა და გადანაწილდა განსახორციელებელი აქტივობები.

+8

გააზიარე