ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

საკონსულტაციო შეხვედრები ანის ადმინისტრაციულ ერთეულში

14 თებერვალი, 2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტეტები გააცნეს და იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე.

სოფლებში ანში, ჭვინთასა და ელიაწმინდაში დასახლების საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მოეწყობა გარე განათება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბავშვო ბაღის შენობას.

2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები 6 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება.

გააზიარე