ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ურაველში

14 ივნისი, 2023

საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „ჯანმრთელობის მუშაკებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარება და კომუნიკაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში სოფელ ურაველში საინფორმაციო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა თემაზე: „იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მხარდაჭერა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში“.

შეხვედრას ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მედპერსონალი, პედაგოგები, მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას უძღვებოდნენ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების თანამშრომელი მაია მამულაშვილი და გაეროს ასოციაციის მიერ მოწვეული ჯანდაცვის ექსპერტი ალექსანდრე ჩხიტიშვილი, მათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არსებული ვირუსული ინფექციებისა და გეგმიური და პროფილაქტიკური ვაქცინაციის შესახებ, აქცენტი გაკეთდა დაავადებების პრევენციისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ასევე ექიმმა ეპიდემიოლოგმა ეთერ ხმალაძემ ისაუბრა აქტუალურ სეზონურ ინფექციებზე - ყირიმ-კონგოსა და ბრუცელიოზზე.

კამპანიის მიზანია იმუნიზაციის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისა და მოზარდების მშობლების და მეურვეების, ასევე შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლების ინფორმირება/ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

+5

 

გააზიარე