ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩაზე №99 და №99ა-ს კორპუსების რეაბილიტაცია დასრულდა

14 ივლისი, 2020

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე №99 და №99ა მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გურამ მელიქიძემ და ალექსი ზედგინიძემ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები მოპირკეთდა და შეიღება, სადარბაზოები და აივნები კეთილმოეწყო, სადარბაზოებში შეიცვალა ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით სარგებლობენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

გააზიარე