რუსთაველის ქუჩაზე დახურული წყალშემკრების მოწყობა სრულდება
დასასრულს უახლოვდება ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე დახურული წყალშემკრების მოწყობა , რომლის სიგრძე 32 მეტრი, სიგანე და სიმაღლე კი 2-2 მეტრია.
პროექტის დასრულების შემდეგ, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.