„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში, ახალციხის სასპორტო სკოლაში საჯარო სკოლების მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) ამჯერად ერთმანეთს ბადმინტონში შეეჯიბრნენ. ვაჟებში პირველ ადგილზე ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი №6 სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი №1 სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი კი ახალციხის №5 სკოლის გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე მაგიდის ჩოგბურთში და მხიარულ სტარტებში. გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.