Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“

25 November, 2019

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში, ახალციხის სასპორტო სკოლაში საჯარო სკოლების მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები)  ამჯერად ერთმანეთს  ბადმინტონში შეეჯიბრნენ. ვაჟებში პირველ ადგილზე ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი  №6 სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი №1 სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი კი ახალციხის №5 სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე მაგიდის ჩოგბურთში  და მხიარულ სტარტებში. გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.

Share page