ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მერიისგან საჩუქრები გადაეცათ

17 მარტი, 2022

დღეს, ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ალიბეგაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა ხმალაძესთან ერთად სკოლაში არსებულ პირობებს, სასწავლო პროცესისა და პროგრამების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

სკოლის პედაგოგებთან შეხვედრაზე, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამომავლოდ აქტიურ მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სტუმრებმა, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს საჩუქრად სახატავი საშუალებები გადასცეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიება ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის, გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. №7 საჯარო სკოლისთვის მსგავსი სახის მხარდაჭერა რამდენიმე წელია გრძელდება.

+12

 

 

გააზიარე