ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

19 ოქტომბერი, 2019

ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მიხეილ იაძის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრი მძლეოსნობაში დასრულდა. ტურნირში ახალციხელ მძლეოსნებთან ერთად, ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან, ასევე მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდენ, რომლებმაც ძალები სხვადასხვა მანძილზე რბენაში, სიგრძეზე ხტომასა და ბირთვის კვრაში მოსინჯეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების შეჯიბრი ამანათრბენში 4 X 100.

გამოვლინდნენ 20 კატეგორიაში გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც სერთიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის ახალციხელმა მძლეოსნებმა 21 საპრიზო ადგილი დაიკავეს და 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

I ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს: ახალციხელმა მძლეოსნებმა დერენიკ არზუმანიანმა (2 კილომეტრზე რბენა ბიჭებში), გაიანე უსტიანმა(1500 მეტრზე რბენა), შალვა ლეკიშვილმა (100 მეტრზე რბენა), მინდია ენდელაძემ (500 მეტრზე რბენა), ვლადიმერ შუშანიანმა ( 800 მეტრზე რბენა ბიჭებში), მარიამ კაპანაძემ (1500 მეტრზე რბენა), დერენიკ არზუმანიანმა (1500 მეტრზე რბენა ბიჭებში) და ასია ჩარუხჩიანმა (600 მეტრზე რბენა გოგონებში).

II საპრიზო ადგილებისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ: არსენ იშხანიანი (2 კილომეტრზე რბენა ბიჭებში), ანუკი ენდელაძე ( 1200 მეტრზე რბენა გოგონებში) და მათევოს მზიკიანი (1500 მეტრზე რბენა ბიჭებში). II ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა მინდია ენდელაძემ ადგილიდან ხტომაშიც.

III ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები აიღეს: ჟორჟიკ მანველიანმა (1500 მეტრზე რბენა), სარქის პაპოიანმა (2 კილომეტრზე რბენა), თამთა მჭედლიძე (1200 მეტრზე რბენა), ანუკი ენდელაძემ (800 მეტრზე რბენა), სარქის პაპოიანმა (1500 მეტრზე რბენა უმცროს ბიჭებში), სუსანა ამბარცუმიანმა (1200 მეტრზე რბენა) და სვეტა სარქისიანმა (800 მეტრზე რბენა). III საპრიზო ადგიილი დაიკავეს, ასევე ირინა აკოფიანმა ადგილიდან ხტომაში და აკოფ საღოიანმა ბირთვის კვრაში.

ამანათრბენში (4 X 100) კი, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გაიმარჯვება მოიპოვეს მე-3 საჯარო სკოლამ (I ადგილი), მე-5 საჯარო სკოლამ (II ადგილი) და მე-2 საჯარო სკოლამ (III ადგილი).

ტურნირი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე