ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრა

5 ივნისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, ალექსანდრე ყულჯანიშვილმა, მარიამ ნადირაძემ და ნათია ბერიძემ, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XV რესპუბლიკურ ფესტივალში „იპოვე შენი ვარსკვლავი“ მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვეს.

კონკურსში „წარმოჩენისა და საუკეთესო შესრულებისთვის“ პატარა მონაწილეებმა ლაურეატის წოდება მიიღეს და პირველი ადგილები დაიკავეს.

ირაკლი ლაზარაშვილმა, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს მიღწეული შედეგი მიულოცა და მომავალშიც წარმატებები უსურვა. მერმა პატარა ვირტუოზებს დიპლომები, მედლები და მუსიკალური ენციკლოპედიები გადასცა.

გააზიარე