მუნიციპალიტეტში მთის გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, აგრძელებს ე.წ. მთის გზებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მოსასვლელი გზების აღდგენა-რეაბილიტაციას.
მიმდინარე წელს მოწესრიგდა: ვალის, ტობა-ანდრიაწმინდის, ურავლის, მინაძის, ღრელის, ხეოთისა და ანის მთის გზები;
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზები აღდგა სოფლებში - წყრუთში, საძელი-ხაკში, წყალთბილასა და ვალეში.