ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ახალი პროექტი იწყება

31 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ახალი პროექტი იწყება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ - განმახორცილებელი - HEKS-EPER Georgia-ს რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მერიის სამსახურებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მოწვეულ ექსპერტთან ელენე კრავცოვასთან ერთად დეტალურად განიხილეს პროექტის განხორციელების ეტაპები, იმსჯელეს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვაზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყოფა სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის, რომლის გახარჯვა მოხდება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.

პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების წარმოჩენისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

+3

გააზიარე