ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა მიმდინარეობს

16 მარტი, 2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართა სოფლებში წირაში, მიქელწმინდაში და წყრუთში.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მოადგილეები ჰამბარცუმ ბაბოიანი და საბა კბილაშვილი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნოდარი ტალახაძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს და სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელეს.

ამ ეტაპზე, შეხვედრები მუნიციპალიტეტის 19 სოფელში უკვე გაიმართა, სადაც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

+10

გააზიარე