ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

26 მარტი, 2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობასთან დასკვნითი საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ანდრიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

წყორძის, ანდრიაწმინდისა და ანდის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება გამოყოფილი თანხა.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ტალახაძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, საკრებულოს დეპუტატი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2022 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: სასმელი წყლის წყლის შიდა ქსელის, სანიაღვრე არხების, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების, სკვერების, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნების მოწყობა და სხვა.

საკონსულტაციო შეხვედრებზე შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.

+9

გააზიარე