ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის პირველობაზე ნარდში ტურნირი გაიმართა

14 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით ნარდში ტურნირი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის პირველობაზე, 18 წლის ასაკის ზემოთ 26 ნარდის მოყვარული მონაწილეობდა. საინტერესო თამაშის შედეგად პირველი ადგილი შოთა თაბუნიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ოგანეს კარახანიანი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი სტეფანე სოღომონიანს ხვდა წილად.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და მაჟორიტარი ბიუროს წარმომადგენელმა იზოლდა გოგოლაძემ მონაწილეებს საპრიზო ადგილებზე გასვლა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სიგელები და მედლები გადასცეს. ასევე, გამარჯვებულებს მერიისგან ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

+6

 

გააზიარე