მთავრობის დადგენილებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
კონკურსის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ განყოფილებებში:
1. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, სოციალურ საკითხთა განყოფილება;
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განყოფილება;
3. ზედამხედველობის სამსახურის, მუნიციპალური ინსპექციის განყოფილება;
4. სტაჟირება ზედამხედველობის სამსახურის, მუნიციპალური პროექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილება;
5. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, განათლების, სპორტის, ახალგაზდრობისა და ტურიზმის განყოფილება;
6. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, კულტურისა და ქალთა უფლებების დაცვის განყოფილება;
7. ინფრასტრუქტურის სამსახურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება;
8. ინფრასტრუქტურის სამსახურის, პროექტების მართვის განყოფილება;
9. ეკონომიკური სამსახურის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილება;
10. ეკონომიკური სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
11. ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
12. ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის, საქმის წარმოების განყოფილება;
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის - www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.
სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე - userhr@gov.ge.