ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მოვაჭრეებს ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეები დაურიგდათ

31 მარტი, 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მოადგილეებთან ერთად ქალაქის მასშტაბით არსებული დიდი სუპერმარკეტები დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სუპერმარკეტებში დასაქმებულ პერსონალს და „ალფა მარკეტის“ მოვაჭრეებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს და საჩუქრად საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი პირბადეები გადასცეს.

 

გააზიარე