ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები ფერსისა და კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში

2 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა სოფლებში ფერსაში, მუგარეთში, გიორგიწმინდაში, კლდესა და წნისში. შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, დასახლებებში საერთო კრებები და კონსულტაციები 22 თებერვალს დაიწყო და 12 მარტს დასრულდება.

გააზიარე