ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები

15 მარტი, 2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, დასახლებების საერთო კრებები გაიმართა სოფლებში ტატანისში, სვირში და ბოგაში.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნოდარი ტალახაძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

მაცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტეს, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე