ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ -ერთი წელი ცენტრის გახსნიდან

27 დეკემბერი, 2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრის ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ გახსნიდან ერთი წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე სტუმრები აფხაზური ენის სწავლების სალექციო პროცესს დაესწრნენ, რის შემდეგაც ცენტრის წევრებმა ერთწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აუდიტორიამ დადებითად შეაფასა ცენტრის საქმიანობა, ისაუბრეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვეს მომავალშიც.

ცენტრი ა(ა)იპ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით დაფუძნდა.

+23

 

გააზიარე