ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიის წარმომადგენლები პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებიან

27 სექტემბერი, 2019

ვეიჰეროუს მუნიციპალიტეტის (პოლონეთის რესპუბლიკა) გამგებელის, გაბრიელა ლისიუსის მიწვევით, ვეიჰეროუს მუნიციპალიტეტს, სამუშაო ვიზიტით დამეგობრებული მუნიციპალიტეტები, მათ შორის, ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მერის პირველი მოადგილის გურამ მელიქიძის ხელმძღვანელობით სტუმრობენ.

ვიზიტის მიზანია მეგობარ მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკურ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ვეიჰეროუს მუნიციპალიტეტში არსებული საწარმოების, წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობას, განხილული იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტთან კონკრეტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის ხელშეწყობის და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისით.

ზემოთაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალციხის მუნიციპალიტეტსა და სვენჩიონის მუნიციპალიტეტს (ლიეტუვას რესპუბლიკა) შორის დამეგობრების და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინიცირების საკითხებს.

პოლონეთის რესპუბლიკაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების ვიზიტი 29 სექტემბერს დასრულდება. 

 

გააზიარე