ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იმსჯელეს

25 ივნისი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები,  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და   მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე უძღვებოდა.  დეტალურად განიხილეს თითოეულ ობიექტზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა და  შესრულებული სამუშაოები,   იმსჯელეს  ასევე პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც შესაბამის და დროულ რეაგირებას საჭიროებენ. მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებსა და ზედამხედველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოუწოდა თითოეული პროექტის შესრულებისას, გაკონტროლდეს  სამუშაოების ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.

გააზიარე