ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება

25 ივლისი, 2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა მერაბ ბერიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ. მათ ახალგაზრდებს პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში წარჩინებული კურსდამთავრებულები, მათი სკოლები და მშობლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

საზეიმო ცერემონიალს სტუდენტები, მშობლები, უნივერსიტეტის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხი ფაკულტეტია: განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2023 წელს უნივერსიტეტს ბაკალავრიატის 206, მაგისტრატურის 45 და პროფესიული მიმართულებით 33 კურსდამთავრებული ჰყავს.

+21 

გააზიარე