ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონცერტი ახალციხის სამუსიკო სკოლაში

14 ივნისი, 2023

ახალციხის სამუსიკო სკოლაში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში ახალციხის, აწყურისა და ვალეს სამუსიკო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალაქის საზოგადოების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

აღსაზრდელები, სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებებით და სიმღერებით წარსდგნენ და აუდიტორიისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა წარმატებები უსურვეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამუსიკო სკოლის მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, სკოლის დირექტორმა ირმა დავლაშერიძემ ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან სკოლის აქტიურ მხარდაჭეარასა და თანადგომას.

+9

 

გააზიარე