ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კლასიკური მუსიკის კონცერტი ახალციხეში

29 ივლისი, 2022

ახალციხის ციხეზე თბილისის, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრის, ოპერის „კამერატას“ კონცერტი გაიმართა.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ოპერის თეატრის წამყვანი მუსიკოსებისთვის და ოპერის წამყვანი სოლისტებისთვის არმაზ დარაშვილისთვის , სულხან გველესიანისთვის და ხათუნა ჭოხონელიძისთვის.

კონცერტზე შესრულდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის პოპულარული საოპერო და ინსტრუმენტული ნაწარმოებები, დასავლეთ ევროპული საოპერო და ნეაპოლიტანური შედევრები, რომლებმაც ახალციხელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ორგანიზებითა და სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

+6

გააზიარე