ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კალათბურთში შალვა რიკაძის სახელობის ტურნირი დასრულდა

27 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე, კალათბურთში შალვა რიკაძის სახელობის ტურნირი დასრულდა.

თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.

პირველ ადგილზე „ვეტერანების“ გუნდი გავიდა, მეორეზე გუნდი „სამცხე“ , ხოლო მესამე ადგილი ზარზმელის ქუჩის გუნდმა დაიკავა.

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით ტაბატაძემ და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდოები, შესაბამისი ხარისხის მედლები, სიგელები და თასები გადასცეს.

შეჯიბრში ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

+11

გააზიარე